ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით კოლეჯში „სპექტრი“ პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო.
თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ელექტრონული რეგისტრაცია 8 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
ქალაქ თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედდა 2018 წელს.
პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები :
* ქ. თბილისში რეგისტრაცია;
* საბაზისო განათლება;
* მინიმალური ასაკი 18 წელი;
საჭირო დოკუმენტაცია:
*პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
*განათლების დამადასტურებელი დოკუნენტის ატესტატის/დიპლომის ქსეროასლი;
*სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობის ქსეროასლი არსებობის შემთხვევაში;
პროფესიული მიმართულებები:
1. ამზომველ-გეოდეზისტი;
2. ელექტრიკოსი;
3. შემდუღებელი (ელექტრორკალური);
4. კონდიცირების სისტემის მემოტაჟე;
5. სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემოტაჟე;
6. დურგალი (ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი);
7. მღებავი;
8. სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება;
სწავლა დაიწყება 8 მარტს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ
ტელ: 598630969