შეფასების ფორმები და კრიტერიუმები
I.მოტივაციური გასაუბრება
მოტივაციური გასაუბრებით შერჩევისას აპლიკანტს დაუსვამენ შეკითხვებს მისი მოტივაციის დასადგენად. აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების შესაბამისად კომისია განხორციელებს მისი მოტივაციის შეფასებას შემდეგი 6 კრიტერიუმით:
1) პროფესიული ცნობისმოყვარეობა;
2) ინფორმაციიის ფლობა პროფესიის შესახებ;
3) მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება;
4) პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები;
5) პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები;
6) კომუნიკაციური უნარჩვევები.
1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 15 - უარყოფითი ქულაა - 0; მე-5 და მე-6 კრიტერიუმის შეფასების დადებითი მაქსიმალური ქულაა 20 - უარყოფითი ქულაა - 0; შეფასების ჯამური მაქსიმალური ქულაა - 100 ქულა; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 25 ქულა; გასაუბრებისათვის საჭირო დრო 5 -15 წუთი; გასაუბრების ადგილი - ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია ვიდესათვალთვალო სისტემით და სადაც ხდება გასაუბრების გადაღება და ჩანაწერის შენახვა გასაუბრების დასრულებამდე; გასაუბრება განხორციელდება იდივიდუალურად თითოეულ აპლიკანტთან ცალ-ცალკე.
კითხვები:
- გიცდიათ თუ არა ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიება? (რა გზებს მიმართავთ ინფორმაციის მოძიებისთვის? რატომ დაინტერესდით ამ ინფორმაციით? რა ტიპის წყაროს გაეცანით?)
- თქვენი აზრით, რა სამუშაოებს ასრულებს ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანი? (რა მოვალეობები აკისრიათ ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს? რა პროდუქტს/მომსახურებას ქმნიან?)
- თქვენი აზრით, რამდენად ანაზღაურებადია ეს პროფესია?
- თქვენი აზრით, რამდენად მარტივია ან რთულია ამ პროფესიით დასაქმება?
- სად და როგორ გეგმავთ პროგრამაზე სწავლის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენებას?
- აქამდე თუ გქონიათ რაიმენაირი შეხება ამ პროფესიასთან? (რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ პროცესში? რა გაგიჭირდათ ან გაგიადვილდათ ყველაზე მეტად?)
- თქვენი პიროვნული მახასიათებლებიდან/თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი გამოგადგებათ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?
- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- სად ხედავთ თქვენს თავს რამდენიმე წლის შემდეგ?
- რომ არა ეს პროფესია, რომელ პროფესიას აირჩევდით და რატომ? (თუ სხვა პროფესიაში უფრო მეტად ხედავთ საკუთარ თავს, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაზე ჩაბარება?
მოტივაციური გასაუბრების შეფასება |
||||||
1 |
პროფესიული ცნობისმოყვარეობა |
|||||
|
ძალიან კარგი - 15 ქულა |
კარგი - 10 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||
2 |
ინფორმაციის ფლობა პროფესიის შესახებ |
|||||
|
ძალიან კარგი - 15 ქულა |
კარგი - 10 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||
3 |
მსგავსი სამუშაოების შესრულებით დაინტერესება |
|||||
|
ძალიან კარგი - 15 ქულა |
კარგი - 10 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||
4 |
პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები |
|||||
|
ძალიან კარგი - 15 ქულა |
კარგი - 10 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 5 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||
5 |
პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებული მიზნები |
|||||
|
ძალიან კარგი - 20 ქულა |
კარგი - 15 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 10 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||
6 |
კომუნიკაციური უნარჩვევები. |
|||||
|
ძალიან კარგი - 20 ქულა |
კარგი - 15 ქულა |
დამაკმაყოფილებელი - 10 ქულა |
მიუღებელი - 0 ქულა |
||