Zoom-ის ინსტალაცია

ამ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ ხდება Zoom_ის ინსტალაცია;

როგორც უკვე ვიცით ამ პროგრამის გამოყენება შესაძლებელია როგორც მობილურით ასევე პერსონალური კომპიუტერითაც;

პირველ ეტაპზე განვიხილოთ Zoom_ის აპლიკაციის დაყენება მობილურში.

აპლიკაციის დაყენებისთვის გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

  • მობილური ტელეფონი უნდა იყოს Android-ის სისტემაზე ან iOS (Apple) მომუშავე;
  • მობილური ტელეფონი აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან;

 შევუდგეთ საქმეს!

1) მობილურში მოვნახავთ Play Store აპლიკაციას;

2) გავხსნით და საძიებო გრაფაში ჩავწერთ ტექსტს: Zoom

 

აპლიკაცია თვითონ შემოგთავაზებთ სავარაუდო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთაგან ვირჩევთ პირველივე ვარიანტს ლურჯი იკონკით: ZOOM Cloud Meetings

 

 

აპლიკაციის დასაინსტალირებლად ვაწვებით:    ინსტალაცია  

 

 

სისტემა ითხოვს ჩამოთვლილ პუნქტებთან წვდომის უფლებას, სადაც   ვეთანხმებით  .

გაითვალისწინეთ ამ ეტაპზე შესაძლოა თქვენს ტელეფონში სხვანაირი დიზაინით გამოიტანოს მოთხოვნა, მაგალითად ჯერ ხმოვან (მიკროფონთან) მოწყობილობასთან და შემდგომ ვიდეო (კამერა) მოწყობილობასთან წვდომა, სადაც აუცილებლად უნდა დაეთანხმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეგექმათ მიკროფონთან და კამერასთან დაკავშირებით.

 

თქვენს მობილურში დაიწყება აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რაც ეკრანზე პროცენტებით აისახება. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ ავტომატურად დაიწყება აპლიკაციის ინსტალაცია.

 

ინსტალაციის დასრულებისას უკვე შესაძლებელია მისი   გახსნა   .

 

აპლიკაციის გახსნისას მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ZOOM_ის მთავაგი გვერდი, სადაც საშუალება გეძლევათ გაიაროთ რეგისტრაცია (Sign Up) ან ავტორიზაცია (Sign In).

ვინაიდან თქვენ ამ პროგრამაში ჯერ რეგისტრირებული არ ხართ, შესაბამისად ჯერ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, თუმცა აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას ავტორიზაცია მოახდინოთ ფეისბუკის ან Gmail-ის გამოყენებით, ამ შემთხვევაში აწვებით: Sign In

 

და ირჩევთ ავტორიზაციის თქვენთვის სასურველ ვარიანტს. გაითვალისწინეთ თუ გნებავთ Gmail_ის გამოყენება, მაშინ თქვენ მობილურში უკვე უნდა გქონდეთ ამ მაილით გავლილი ავტორიზაცია. თუ დარწმუნებული ხართ რომ ეს მოთხოვნა შესრულებულია ვაწვებით: Google

 

და ეკრანზე უნდა გამოჩნდეს იმ მომხმარებლის ანგარიში, ვისაც გავლილი აქვს Gmail_ით ავტორიზაცია. პირდაპირ აწვებით ემაილის ღილაკს.

 

Facebook_ის არჩევისას გადადიხართ შესაბამის ავტორიზაციის გვერდზე. აღსანიშნავია თუ თქვენ უკვე ხართ ავტორიზირებული ფეისბუკში, მაშინ აღარ მოგთხოვთ სახელის და პაროლის შეყვანას და ავტომატურად გაიხსნება Zoom_ის აპლიკაცია.

 

რეგისტრაციის გასავლელად ვირჩევთ Sign Up.

 

შემდეგ ეტაპზე ვუთითებთ დაბადების თარიღს: თვე / დღე / წელი :

 

თარიღის მნიშვნელობების ცვლილება ხდება + და - ღილაკების გამოყენებით: ბოლოს ვაწვებით:  Set.

 

შემდეგ ეტაპზე ვუთითებთ ჩვენს მოქმედ ელ-ფოსტის მისამართს, ჩვენს სახელს და გვარს. მოვნიშნავთ ქვემოთ რგოლს (I agree to the Terms of Service)

 

ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ღილაკი Next. ვაწვებით მასზე.

 

პროგრამა გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოიგზავნა აქტივაციის ბმული.

ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ ელ-ფოსტაზე, მონახოთ Zoom_იდან მიღებული წერილი, გახსნათ და დააწვეთ Activate Account.

აქტივაციის გავლის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დააწვეთ: Sign In.

 

 

 

პროგრამა გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოიგზავნა აქტივაციის ბმული.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper