უფლება-მოვალეობები

სიპ საზოგადოებრივი კოლეჯის ,,სპექტრი’’ შინაგანაწესი

თავი IV. პროფესიული სტუდენტი და მისი უფლება-მოვალეობები

მუხლი 17. პროფესიული სტუდენტი

  1. კოლეჯში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტის უფლება-დმოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე შინაგანაწესით.
  2. კოლეჯში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის, ამორიცხვისა და მობილობის  წესი განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 18. პროფესიული სტუდენტის უფლებამოსილებები

1. პროფესიული სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება;

ბ) დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;

გ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;

დ) გამოთქვას პროტესტი და წერილობით გაასაჩივროს კოლეჯის დირექტორთან კოლეჯშიდასაქმებულის ან/და  პროფესიული სტუდენტის არამართლზომიერი ქმედება;

ე) თუ პროფესიული სტუდენტი სწავლასთან ერთად მუშაობს პროფილით, მას სამუშაო საათებიეთვლება საწარმოო პრაქტიკად (თუ ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს კურუნკულუმით დადგენილ საწარმოოპრაქტიკის საათებს) და მისი განაწილება აღარ მოხდება სხვა ობიექტზე;

ზ) კოლეჯის არამართლზომიერი ქმედება გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თ) პროფესიულ სტუდენტს რომელმაც არ გაიარა კოლეჯის მიერ მისთვის გამოყოფილ ადგილზესაწარმოო პრაქტიკა, მისი სურვილის შემთხვევაში (რაც დაფიქსირებული უნდა იქნას წერილობით) ეძლევა საშუალება ერთხელ დამატებით გაიაროს საწარმოო პრაქტიკა მის მიერ მოძიებულ ადგილზე, ამგვარი საჭიროების შემთხვავაში სტუდენტმა თავად უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკისა და შესაბამისი დასკვნითი გამოცდისათვის გასაწევი ხარჯების დაფარვა.

      ი) პროფესიულ სტუდენტი, რომელიც ვერ/არ გამოცხადდება დასკვნით გამოცდებზე ან ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას უფლება აქვსგავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე არანაკლებ 10 დღეში გამოცდის ჩატარებიდან.

            2. კოლეჯის პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

ა) არ დაიგვიანოს და არ გააცდინოს სასწავლო პროცესი, ასევე არ დატოვოს აუდიტორია ლექციის მიმდინარეობის დროს (გარდა განსაკუთრებული საჭიროებებისა, სათანადო ნებართვით);

ბ) არ დაანაგვიანოს სასწავლებელის შენობა და ტერიტორია, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო დაშრომის უსაფრთხოების წესები;

გ) დაემორჩილოს ამ შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს და კოლეჯში დასაქმებული უფლებამოსილი პირის შესაბამის მითითებებს;

დ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას. აკრძალულია ფანჯრის რაფაზე, რადიატორზე, მერხზე ან მაგიდაზე ჯდომა, აუდიტორიის გასაღების დაუფლება ან/და თან წაღება.

ე) პატივი სცეს სხვა პროფესიული სტუდენტებისა და კოლეჯის თანამშრომლების ღირსებას, არ დაუშვას მათზე რაიმე ფორმით ზეწოლა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი საქციელი;

ზ) უზრუნველყოს ლექცია-პრაქტიკულისათვის საჭირო ლიტერატურისა და სასწავლო ნივთებისშეძენა (არასრულწლოვნების შემთხვევაში მშობელმა ან/და მეურვემ);

თ) საცხოვრებელი ადგილის ან ტელეფონის ნომრის გამოცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივაცნობოს კოლეჯის ადმინისტრაციას.

3. პროფესიული სტუდენტის მიერ კოლეჯისათვის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის გამო ზიანის ოდენობის შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიულ სტუდენტს (არასრულწლოვანების შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს).

4. პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება:

ა) ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების კოლეჯის ტერიტორიაზე შეტანა და გამოყენება;

ბ) ალკოჰოლური ან/და სხვა სახის თრობისას სასწავლებლის ტერიტორიაზე გამოცხადება და გადაადგილება;

გ) კოლეჯის ინფორმაციულ სივრცეში ყველა ტიპის კომპიუტერული თამაშები, არასანქცირებული ჩართვების განხორციელება, კოლეჯის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ლექციების მიმდინარეობისას მობილური საკომუნიკაციო საშუალებების ან/და აუდიოპლეერების გამოყენება.

დ) აუდიტორიის შიგნით ჩაკეტვა, აუდიტორიაში საკვების მიღება ან/და სასწავლო პროცესისათვის სხვა არადამახასიათებელი ქმედება;

ე) სასწავლო პროცესისათვის ხელის შეშლა ნებისმიერი ფორმით (ხმაური, სტვენა, ბანქოს და სხვა სახის თამაშები და ა.შ.);

ზ) კოლეჯის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოყვანა.

5. პროფესიული სტუდენტის მიერ ამ მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა განიხილება დისციპლინარულ გადაცდომად და კოლეჯი უფლებამოსილია დამრღვევ პროფესიულ სტუდენტს მოსთხოვოს ახსნა–განმარტების მიცემა და მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ერთ–ერთი შემდეგი ფორმა:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) გარიცხვა.

მუხლი 19. პროფესიული სტუდენტის ამორიცხვის წესი       

1. სსიპ პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხული სტუდენტის პროფესიულ სტუდენტთა სახელობითისიიდან ამოღება შესაძლებელია განხორციელდეს და სტუდენტს არ მიეცეს შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს (სასწავლო მეთოდკომისიის) გადაწყვეტილებით. ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის შედეგად მიღებული დადგენილებით, დოკუმენტალურად დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აგრეთვე:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) პროფესიულ სტუდენტს, რომელიც შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დაწყებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გამოცხადებულა ლექციებზე, არ შეუტყობინებია გაცდენის მიზეზი და ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს განცხადებით შეუწყდება სტუდენტის სტატუსი და ამოირიცხება  სტუდენტთა სახელობითი სიიდან;

გ) პროფესიული სტუდენტი, რომელიც არასაპატიო მიზეზით გააცდენს ცალკეული საფეხურის საკონტაქტო საათების 25%–ზე მეტს, სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კოლეჯის დირექტორი შეუწყვეტს პროფესიული სტუდენტის სტატუსს.

დ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში;

ვ) გარდაცვალების შემთხვევაში;

ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაშიშინაგანაწესით, ხელშეკრულებით, კოლეჯის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების,  სისტემატიური ან ერთჯერადი უხეში დარღვევის შემთხვევაში;

თ) განმეორებითი გამოცდა დაინიშნება ერთჯერადად გამოცდის ჩატარებიდან მინიმუმ 10 დღეში.დასკვნით გამოცდებზე პროფესიული სტუდენტის განმეორებით გასვლის წესს შესაბამისი განცხადების დამოხსენებითი ბარათის საფუძველზე ადგენს კოლეჯის დირექტორი ადმინისტრაციულ სამართლებრივიაქტით;

ი) პროფესიული სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაასრულებს პროგრამას, კვალიფიკაციისმინიჭების შემდეგ ამოირიცხება სტუდენტთა სახელობითი სიიდან და გადაეცემა შესაბამისი საფეხურისპროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შუალედური შეფასების საპატიოდ გაცდენის შემთხვევაში სტუდენტს (ერთჯერადად) აქვს უფლება, კოლეჯის შესაბამის მასწავლებელთან შეთანხმებით, უმოკლეს დროში მოითხოვოს შუალედური გამოცდის განმეორებით დანიშვნა.

3. იმ შემთხვევაში თუ პროფესიული სტუდენტი (ან/და სტუდენტები) არ გამოცხადდება შუალედურ ან/და საბოლოო შეფასებაზე, ერთი გამოცდის განმეორებით ჩატარებისათვის მასწავლებლის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებისა და პრაქტიკული შეფასებისათვის საჭირო მასალის შეძენის მიზნით იხდის შესაბამის თანხას.

 

მუხლი 20. სტუდენტის მიერ გაცდენების საპატიოდ ჩათვლა

1. პროფესიულ სტუდენტს გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით.

ბ) ოჯახური ან პირადი მდგომარეობა (სტუდენტს უფლება აქვს საფეხურის განმავლობაში მაქსიმუმსამჯერ მიმართოს განცხადებით კოლეჯის სასწავლო პროცესისა და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერს დასთხოვოს ლექციებიდან გარკვეული დროით განთავისუფლება. აღნიშნული დრო არ უნდა აღემატებოდეს სამსასწავლო დღეს).

გ) ოჯახის წევრის გარდაცვალება (მშობელი, და-ძმა, ბებია-ბაბუა, მეუღლე, შვილი, დედამთილ-მამამთილი).

დ) სხვა გამონაკლის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლეჯის ადმინისტრაციისშეხედულებისამებრ.

მუხლი 21. პროფესიული სტუდენტის წახალისების წესი

1. კოლეჯის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებასწარჩინებული, სანიმუშო სტუდენტების წახალისების შესახებ ამ მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისსაფუძველზე. წახალისების ფორმით შეიძლება გამოყენებულ იქნას:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში შექმნილი ნამუშევრით დასაჩუქრება;

გ) ფულადი წახალისება;

დ) დასაქმება 

თავი X. დასკვნითი დებულებები

 

            მუხლი 38. დასკვნითი დებულებები

1. პროფესიული სტუდენტის და დასაქმებულის მიერ საკუთარი უფლებამოსილებებისგანხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება პროფესიულიგანათლების სფეროში მოქმედი საქართველოს  კანონმდებლობით და შრომითი კანონმდებლობით.

2. კოლეჯი უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის ჩართვას პროფესიულ საგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper