მისია, კონცეფციები, ხედვა, ღირებულებები

კოლეჯის მისიაა სასწავლებლის მომსახურებით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდოს პროფესიული განათლების მაღალი ხარისხის მომსახურება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ამით შექმნას პირობები მათი საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და წარმატებული თვითრეალიზაციისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

კოლეჯის კონცეფციებია:

  • მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება;
  • ორგანიზაციის მდგრადი მომავლის შექმნა;
  • ეფექტიანი/მოქნილი მართვა;
  • შემოქმედებითობის და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება;
  • ლიდერობა პროფესიული განათლების სეგმენტში დაწესებულებაში ერთიანი ხედვის, შთაგონების და მიდგომების დანერგვის გზით.

კოლეჯის ხედვაა 2029 წლისათვის გახდეს ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ცნობილი პროფესიული სასწავლებელი სწავლებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით, პროფესიონალი/მოტივირებული მასწავლებლებით, მოტივირებული სტუდენტებით, წარმატებული კურსამთავრებულებით, მოქნილი ადმინისტრირებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორებით.

კოლეჯის ღირებულებებია:

  • გუნდურობა;
  • პროფესიონალიზმი;
  • მუდმივი მზაობა სწარაფადცვალებადი მოთხოვნებისადმი;
  • საქმიანობის გამჭვირვალეობა;
  • თანამშრომლობითი, უსაფრთხო, დაცული და ესთეტიური სასწავლო გარემო;
  • მოტივირებული პროფესიული განათლების მასწავლებლები;
  • მოტივირებული პროფესიული სტუდენტები;
  • მოტივირებული და კვალიფიციური პერსონალი;
  • შრომის ბაზარზე ორიენტაცია;
  • კოლეჯის მომსახურებით დაინტერესებული ყველა მხარის, მათ შორის საზოგადოების მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper