ძირითადი მიღწევები

ძირითადი მიღწევები

2007 წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და დანერგა ახალი სასწავლო პროგრამები ინჟინერიის მიმართულებით.

2010 წელს კოლეჯსა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საგანმანათლებლო პროგრამის „განათლება დემოკრატიისათვის“ ფარგლებში დაინერგა და განხორციელდა ახალი პროფესიული პროგრამა.

კოლეჯი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ინკლუზიური სწავლების დანერგვისა და განხორციელების მიზნით.

კოლეჯმა 2012-13 წელს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) აქტიური მხარდაჭერითა და შპს „კაპაროლ ჯორჯიას“, კ/ს „კნაუფ გიპს თბილისის“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ჩართულობით შეიმუშავა ერთობლივი პროგრამები, სტანდარტები და სილაბუსები ინჟინერის მიმართულების 5 პროგრამაზე. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, გარემონტდა და აღიჭურვა სასწავლო ლაბორატორიები, შეიქმნა სახელმძღვანელოები (ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს, მებათქაშის და მღებავის პროგრამებისთვის).

2015 წლის 9 სექტემბერს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის განხორციელების ფარგლებში კოლეჯს ეწვია ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM ექსპერტი და ამავე ფონდის ვალიდატორთა ჯგუფი. ექცპერტისა და ვალიდატორების დასკვნის საფუძველზე კოლეჯის ორმა საკუთარმა და ერთმა საერთო გაუმჯობესების პროექტმა წარმატებით გაიარა ვალიდაცია EFQM სრულყოფის დონის პირველი საფეხურზე და მიიღო EFQM სრულყოფაზე ორიენტირების აღიარება, რის საფუძველზეც ამავე წლის ნოემბერში დაწესებულება დაჯილდოვდა ხარისხის მართვის ევროპული ფონდის EFQM „გზა სულყოფილებისაკენ“ მოდელის სერთიფიკატით.

კოლეჯმა 2016 წელს მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამწვევის კორპორაციის MCC მიერ გამოცხადებულ კონკურსში, და გამარჯვების შემდგომ, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ISWD პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს გაიარა ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის BTEC ავტორიზაცია 4 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რის საფუძველზეც 2017 წლის შემოდგომიდან კოლეჯი ახორციელებს სწავლებას Pearson-ის საერთაშორისო აღიარების 4 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შედუღება საბაზო და საშუალო საფეხური; ელექტროობა საბაზო და საშუალო საფეხური; ჰაერის კონდიცირება საშუალო საფეხური და წყალმომარაგება/წყალარინების სიტემების ექსპლუატაცია საშუალო საფეხური).

კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სწავლების ხარისხის შემდგომი სრულყოფის მიზნით კოლეჯი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს საქმიანობას სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper