2007 წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით, სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები ინჟინერიის მიმართულებით.
2012 წლიდან დღემდე „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) აქტიური მხარდაჭერით, შპს „კაპაროლ ჯორჯიას“, კ/ს „კნაუფ გიპს თბილისის“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ჩართულობით შეიმუშავა ერთობლივი პროფესიული პროგრამები, სტანდარტები და სილაბუსები. მათივე მხარდაჭერით განხორციელდა პროფესიული პედაგოგების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, გარემონტდა და აღიჭურვა სასწავლო ლაბორატორიები, შეიქმნა სახელმძღვანელოები (ელექტრიკოსის, შემდუღებლის, თაბაშირმუყაოს, მებათქაშის და მღებავის პროგრამებისთვის).
ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, კოლეჯსა და კომპანია ”ჯეოტურანს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია შრომის ბაზრის უზრუნველყოფა კვალიფიცირებული კადრებით.
მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯ “სპექტრის” და “ჯეოტურანის“ ორგანიზებით განხორციელდა პროექტი “ევრომასტერი”, რომლის ფარგლებში გადამზადდნენ კოლეჯის პედაგოგები, პროექტი, ასევე, გულისხმობდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა გადამზადებას და მათ დასაქმებას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობა
პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელმაც დაძლია ზოგადი განათლების საფეხური.
პროფესიული პროგრამის 40% დათმობილია თეორიულ სწავლებაზე, 60% პრაქტიკულ სწავლებაზე.
კოლეჯის ტერიტორიაზე მოწყობილია ლაბორატორია-საწარმოები. საწარმოო პრაქტიკა მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო სექტორში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობაა:
- დროის მოკლე მონაკვეთში პროფესიის შეძენა (გადამზადება);
- სახელმწიფო დაფინანსება;
- თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა;
- დასაქმების ხელშეწყობა.