არაფორმალური განათლების აღიარება

2022 წლის 5 ივლისს სსიპ კოლეჯ ,,სპექტრს" სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის ბრძანებით არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მიენიჭა.  

არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის (მაძიებლისთვის), ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.

არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადების წარდგენა;

ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება;

 გ) შეფასება; კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასების ეტაპი შეიძლება მოიცავდეს გამოცდას.

დ) გადაწყვეტილების მიღება.

არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ კოლეჯი სპექტრი დადგენილი წესის მოთხოვნების გათვალისწინებით,  განცხადებისა და მაძიებლის კონსულტირების ფორმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქმნის აღიარების კომისიას. კომისიაში შესაბამისი სფეროს პროფესიული განათლების მასწავლებელსა და კოლეჯის წარმომადგენელთან ერთად შედის დამსაქმებლების ან/და დამსაქმებელთა/დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენელი.

აღიარების კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

 ა) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ;

 ბ) არაფორმალური განათლების ნაწილობრივი აღიარების შესახებ;

გ) არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ან/და მოდულში ან/და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამაში განსაზღვრული სწავლის შედეგ(ებ)ის შეფასების და დადასტურების გზით. კოლეჯი უზრუნველყოფს არაფორმალური განათლების აღიარების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობას.

არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:

ა) მოდულით/მოდულებით ან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში – სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;

 ბ) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერდადასტურების შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ;

გ) მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.

 

არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ აღემატება 3 თვეს.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია არაფორმალური განათლების აღიარების გზამკვლევში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე.

 

არაფორმალური განათლების აღიარება შესაძლებელია კოლეჯის ნებისმიერ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებზე. 

 

საკონტაქტო პირი:

მარინა საგანელიძე

ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.  

557989229

 

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper