ვაკანსია: პროგრამის „სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი“ მასწავლებელი

  • ვაკანსიის დასახელება:  პროფესიული განათლების მასწავლებელი
  • ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი

 

  • შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა

ს.ს.ი.პ. კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი“, მისანიჭებელი კვალიფიკაცია - „საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში“ (კოდი - 0732) პროფესიულ/დარგობრივი მოდულების მასწავლებელი.

  • პასუხისმგებლობის  საზღვრები

პროფესიული განათლების მასწავლებელი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „სპექტრის“ შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

 

სამუშაო პირობები

სარგო:  საათობრივი ანაზღაურება - 18 ლარი (დარიცხული)

 

დაწესებულება და სამსახურის ადგილმდებარეობა: ს.ს.ი.პ. კოლეჯი „სპექტრი“, მისამართი: ქ. თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10;

 

სამუშაოს დაწყება: კონკურსში გამარჯვებული მუშაობას დაიწყებს 2023 წლის 3 აპრილიდან

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველი კვალიფიკაცია (სფერო/დარგი/სპეციალობა): ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი:  მაგისტრი

სასურველი სამუშაო გამოცდილება: ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება

სასურველი უცხო ენა:  ინგლისური

 

მინიმალური მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების V საფეხური ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება

 

მინიმალური კომპეტენცია:  ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“

 

  • სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.
  • დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

-         ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება

-         მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება

-         უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია

-         ავტობიოგრაფია cv

-         ფერადი სურათი 3X4

-         განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

-         პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

-         სამუშაო გამოცდილების დამადსტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

  • საბუთების მიღება:
  • დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, აფრიკის დასახლება ბესარიონ ჭიჭინაძისქ. № 10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.
  • საბუთების მიღების  ვადა:  2023 წლის 9 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით.
  • სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მინიმალური კომპეტენციის შედეგების გათვალისწინებით (მინიმალური კომპეტენციის შესაფასებლად კონკურსანტს ეძლევა 5 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი არის 1 ქულიანი). მინიმალურ კომპეტენციაში კონკურსანტის მიერ 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა.
  • გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია სწავლის დაწყებამდე გაიაროს შესაბამისი სასწავლო ტრეინინგი კოლეჯის მენტორ მასწავლებლებთან.

 

  • გასაუბრების  ჩატარება:  2023 წლის 28 მარტს 12:00-ზე
  • შედეგების გამოცხადება:  2023 წლის 29 მარტს.

 

CV გამოგზავნეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87 გისურვებთ წარმატებას!

 

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper