დაიწყო ელექტრონული რეგისტრაცია პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც კოლეჯი „სპექტრი“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.
თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ელექტრონული რეგისტრაცია 2024 წლის 10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით იწარმოებს.
სწავლა უფასოა. სწავლის ხანგრძლივობა 1.5-დან 2 თვემდე.
დაშვების წინაპირობა: 18 წელი.
⚙️ პროფესიული მიმართულებები:
1. ამზომველ-გეოდეზისტი;
2. შემდუღებელი (ელექტრორკალური);
3. გათბობისა და წყალგამათბობელი სისტემების მონტაჟი და მომსახურება;
4. კონდიცირების სისტემის მემოტაჟე;
5. დურგალი (ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი);
6. ხეზე მხატვრული კვეთა.
რეგისტრაციის ბმული.
კონტაქტი: +995 574020649
გისურვებთ წარმატებას!