საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე - "გაიგე და დაიცავი შენი შრომითი უფლებები"

gamocdebis cxriliსაზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" გაიმართა სამუშაო შეხვედრა, თემაზე - "გაიგე და დაიცავი შენი შრომითი უფლებები".

 

სემინარის მიზანი იყო შრომის კოდექსისა და მისი გამოყენების პრაქტიკების გაცნობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში დასაქმებულები გახდებიან. „სოლიდარობის ქსელის – მშრომელთა ცენტრი” წარმომადგენლებმა კოლეჯის სტუდენტებთან ისაუბრეს კოლექტიური ბრძოლის სხვადასხვა გზებზე, პროფკავშირული ბროძლის სტრატეგიებსა და მათ მნიშვნელობებზე.

სტუდენტებს რეალური სიტუაციის ცხადად აღქმაში და პრაქტიკული კუთხით გაანალიზებაში დაეხმარა სიმულაციური თამაში: “შრომითი დავა”, რომლის მიმდინარეობა მოიცავს მშრომელთა ორგანიზებას და კოლექტიური დავის წამოწყებასა და მოგვარებას დამსაქმებელთან.

მომხსენებლები იყვნენ „სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლები: ელენე ბერიაშვილი და იურისტი დავით ომსარაშვილი.

სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი / Solidarity Network - Workers' Center კოლეჯში „სპექტრი“, უკვე მეორე შეხვედრას მართავს პროფესიული სტუდენტების სწავლის საფეხურიდან დასაქმებაზე გადასვლის პროცესში და კოლეჯთანა თანამშრომლებას კვლავ გააგრძელებს.

იხილეთ ინფორმაცია პირველი შეხვედრის შესახებ

იხილეთ ფოტოალბომი

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper