"სოლიდარობის ქსელმა" 6 აპრილს საზოგადებრივ კოლეჯში "სპექტრი" სამუშაო შეხვედრა გამართა. სემინარში აქტიური მონაწილეობა 30-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც პრეზენტაციას, ასევე სიმულაციურ თამაშს: "შრომითი დავა". სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაემართათ თემატური დისკუსიები.
სემინარის მიზანი იყო სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში გახდებიან დასაქმებულები, შრომის კოდექსსა და კანონის პრაქტიკულ გამოყენებაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა. ასევე, მათთვის კოლექტიური ბრძოლის სხვადასხვა გზების გაცნობა. მომხსენებლები იყვნენ "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები: ელენე ბერიაშვილი და დავით ომსარაშვილი.
"სოლიდარობის ქსელსა" და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი სემინარების ჩატარება სხვა პროფესიული კოლეჯების სტუდენტებთანაც არის დაგეგმილი.
"შეხვედრა ინფორმაციული იყო. ასეთ "ვორქშოფში" მონაწილეობა არასდროს მიმიღია. მსგავსი შეხევდრები ხშირად უნდა იმართებოდეს, რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი შრომითი უფლებების შესახებ და დავიცვათ ისინი. აქ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოვიყენებ საჭიროების შემთხვევაში. მსგავსი შეხვედრები, ჩემი აზრით, სკოლებშიც უნდა იმართებოდეს" - ნათია ნათელაშვილი, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტი.