კოლეჯ "სპექტრსა" და ააიპ „სამოქალაქო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევით ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა როინ /მათე ტაკიძემ და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ააიპ „სამოქალაქო უსაფრთოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა კახა ცეცხლაძემ.
#მემორანდუმის მიზანია იმ პერსონალის
მომზადება-გადამზადება, რომელთა პასუხისმგებლობაა ექსპლუატაციაში შესულ შენობა-
ნაგებობებში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე ზრუნვა.
ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქვეყნის მაშტაბით სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება და მათთვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემა.