პროფესიულ კოლეჯ ”სპექტრს” ეწვია იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ქიან ტანგი, რომლისთვისაც ჩატარდა პრეზენტაცია კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ...
ქიან ტანგი დაინტერესდა სტუდენტების დასაქმების საკითხით, მოკლევადიანი პროგრამით და პედაგოგთა გადამზადების პროექტით, რომელსაც ახორციელებს მასწავლებელთა გადამზადების სახლი. გაეცნო კოლეჯის ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა კოლეჯში არსებული ლაბორატორია, კომპიუტერული კლასი და სახელოსნოები.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო გაცნობოდა პროფესიულ განათლებას საქართველოში. ქიან ტანგმა კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კოლეჯი ”სპექტრი” შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.