საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „გზაჯვარედინ“-ს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
რომელიც მიზზნად ისახავსდ პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის გარღმავებას, პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებას, ახალგაზრდა კადრების პროფესიულ გადამზადებას, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას კომპანიის ბაზაზე, მათ სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმებას. ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ერთობლივად განახორციელონ დუალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება, სპეციალისტთა გადამზადება, პედაგოგთა მომზადება და ახალი პროგრამების დანერგვა.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტთა პროფესიულ, შრომით და სოციალურ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე კომოპანიის წინაშე არსებულ პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც გამოიხატება კვალიფიციური, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განსწავლული სამუშაო ძალის არსებობაში.
კომპანია „გზაჯვარედინი“ დაარსდა 2004 წელს. 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში და მის მენეჯმენტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია, მომსახურება.