ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების სწავლების ხელშეწყობას, მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
მემორანდუმზე ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და საქართველოს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალობის წარმოდგენელმა სარდალმა მალხაზ მაკარაძემ.
მხარეები თანხმდებიან და ამოცანების გადაწყვეტისას იზიარებენ სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი განსწავლულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას, თანხმდებიან ითანამშრომლონ, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამხედრო მომსახურეთა სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტატია
იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტოალბომი