ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და შპს „ოვერესტ კონსალტინგს“ შორის.
მემორანდუმის მიზანია კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლების ხელშეწყობა, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
მემორანდუმზე ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და კომპანია „ოვერესტ კონსალტინგის“ დირექტორმა ღოლამჰოსსეუნ მონტასერმა.
მხარეები იზიარებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციფიკურ პირობებს, თანხმდებიან ითანამშრომლონ, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.