შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...



მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთანთბილისის მერიასა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს. დღესვე, თბილისის მერმა საზოგადოებრივ კოლეჯში არსებული ახალი დაზგა-დანადგარები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორია დაათვალიერა და სტუდენტებს გაესაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, ასევე, რაიონების გამგეობებში კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სიახლეების დანერგვასა და კადრების გადამზადებას.

„ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ პროფესიულ კოლეჯთან, ვინაიდან, ძალიან საინტერესო ლაბორატორიები აქვთ, ასევე, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა და გამოცდილება აქვთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენს სისტემაში დასაქმებული კადრები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც აქტიურად ემზადებიან აქ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ტენდერებში მონაწილეობენ, შემდეგ ტენდერების შესაბამისად, ასრულებენ სამუშაოებს მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვიყოთ უკეთ მომზადებულები და კერძო სექტორიც, რათა უფრო ხარისხიანად გამოგვივიდეს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სამშენებლო, ენერგეტიკული, საავტომობილო, სურსათის უვნებლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, სახელოვნებო და სხვა მიმართულებით ამზადებს და სწავლა უფასოდ არის შესაძლებელი. სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით კოლეჯის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

დღესვე, თბილისის მერმა სამგორის რაიონის გამგებელთან, მამუკა ჩოქურთან ერთად, კოლეჯის ეზოში არსებული სკვერი დაათვალიერა, რომელიც „სპექტრისა“ და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ერთობლივად მოაწყვეს. კოლეჯის დირექტორის განცხადებით, ეს იქნება უფასო სივრცე, სადაც მსურველები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვას შეძლებენ.

ამასთან, კოლეჯის ტერიტორიაზე, ამ დროისათვის, სასტუმროს, ტრენინგ ცენტრისა და 70 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმრო უცხოელ სპეციალისტებს უმასპინძლებს, რომლებიც კოლეჯის პედაგოგებსა და სტუდენტებს ადგილზე გადაამზადებენ.

იხ. სტატია:

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მემორანდუმი ქალაქ თბილისის მერიასთან

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper