მემორანდუმი კოლეჯ „სპექტრსა“ და შპს „კომპი შოპი“-ს შორის გაიმართა კოლეჯის დირექტორის მათე ტაკიძისა და კომპანიის „კომპი შოპი“ დირექტორის მინდია სანაძის შეხვედრა.
შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელის თანახმად კოლეჯის სტუდენტები სწავლის პროცესის ფარგლებში პრაქტიკას გაივლიან აღნიშნულ კომპანიაში, სადაც სტუდენტებს ექნებათ დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, კომპანიაში მომუშავე პერსონალი, ,,სპექტრში’’ გაივლის სასაწავლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით და მიიღებს შესაბამის დიპლომს.
კომპანიის დირექტორის მინდია სანაძის თქმით - „კადრების დაკომპლექტება უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრებით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც თანამშრომლობის კარგი შედეგი მივიღეთ კოლეჯ „სპექტრთან“, შესაბამისად გადავწყვიტეთ თანამშრომლობის გაგრძელება და გვაქვს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში გვეყოლება კვალიფიცური კადრი“.
აქამდე არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა დავამყაროთ კომპანიასთან, რაც ემსახურება კვალიფიციური კადრის მომზადებას და პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრედების მორგებას სამუშაო ბაზარზე.