პროფესიული კოლეჯი ”სპექტრისა” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ”კერძო სექტორის განვითარება საქართველოში” პროგრამის (GIZ PSDP Georgia) სახელით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ”კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში”...
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობასა და აღნიშნული მიმართულებით პროფესიულ კოლეჯი ”სპექტრის” გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციის ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ ”სპექტრსა” და კერძო ბიზნეს ორგანიზაციებთან.