ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

სადენზიფექციო სამუშაოებიპროფესიული გადამზადების მოკლევადიან კურსებზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება.

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

რეგისტრაციის ვადები: 9 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

•    ქ. თბილისში რეგისტრაცია;
•    საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    მინიმალური ასაკი 18 წელი;
•    გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.
კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
•    წერილობითი განცხადება;
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
•    საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
•    უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის  კურსდამთავრებულებზე  გაიცემა  ორენოვანი სერტიფიკატი!
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

სპეციალობები:
1.    ამზომველ-გეოდეზისტი
2.    ელექტრიკოსი
3.    შემდუღებელი (ელექტრორკალური)
4.    ავტომექანიკოსი
5.    კონდიცირების სისტემის მემოტაჟე
6.    სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემოტაჟე
7.    დურგალი (ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი)
8.    თაბაშირმუყაოს სპეციალისტი
9.    მღებავი
10.    მეფილე-მომპირკეთებელი
11.    სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება.
ონლაინ რეგისტრაცია ისწავლე და დასაქმდი   პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე, მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. N10;
ტელ: 2 40 16 87;

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper