სასკოლო პროგრამები

სასკოლო პროგრამები20 დეკემბერს, კოლეჯში “სპექტრი“ სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში თბილისის 85-ე, 146-ე და 163 -ე საჯარო სკოლების, 46 მოსწავლეს სასკოლო პროგრამაში “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა” სიგელები გადაეცათ.

მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს სასკოლო პროგრამის ფარგლებში შესწავლილი მასალა საჯაროდ წარუდგინეს ,ემოციები გაუზიარეს და პროგრამის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

„სკოლის შემდეგ პროფესიული განათლება ეს არის დასაწყისი. როცა პროფესიული სტუდენტი ხარ , რაღაც კონკრეტული საქმე კარგად გამოგდის , წარმატებას მოკლე დროში აღწევ, საკუთარ ძალებს იჯერებ და მერე ყველაფრის მიღწევა შეგიძლია, ყველაფერი გამოგდის.

მეც , პროფესიული პროგრამით დავიწყე სწავლა , ჩავაბარე კოლეჯში, შემდეგ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში და ა ა.შ ,მთავარია დარწმუნდე საკუთარ თავში, დღეს რაც აქ ვნახე და ვუსმინე გამახარეთ, ძალიან კარგი ბავშვები ხართ.

გულწრფელად მინდა წარმატება გისურვოთ და გპირდებით პროფესიული განათლების მიღებაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ . აღნიშნა ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს განთლების, მეცნიერების , კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.

„პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ერთგვარ წინაპირობას „მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსები“ წარმოადგენდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით 2017 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა.“

დასახელებული პროგრამის წარმატებული პილოტირების შემდეგ ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით აღნიშნული პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და 2019 წლამდე მასში 250-ზე მეტი საჯარო სკოლა; 32 კერძო და საჯარო კოლეჯი/უნივერსიტეტი ჩაერთო.“

როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ლომიშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა ამ ეტაპზე პროგრამა ვითარდება , სხვა პროფესიებსაც მოიცავს და კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს ექნება ჩართულობის შესაძლებლობა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასასრულს, კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ ღონისძიებაში მონაწილეებს ,პროექტის ხელმძღვანელებს ,სტუმრებს, „სპექტრის“ სტუდენტებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა პროგრამაში აქტიური -ნაყოფიერი ჩართულობისთვის .

„ამ პროგრამის მიზანია მოსწავლეებს კონკრეტული პროფესიების გაცნობაში და არჩევანში დაეხმაროს . რისთვისაც 2- 3 თვიანი სასწავლო პერიოდი აქვთ და თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ლაბორატორიები.

ბავშვებო, დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ პროფესიული განათლების არჩევანში და სწავლაში.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

მადლობა! თქვენმა წარმატებამ გაგვახარა.“

ღონისძიებას საქართველოს განთლების, მეცნიერების , კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული განათლების სისტემის წარმომადგენლები, პროექტის ხელმძღვანელები ,მასწავლებლები,მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

კოლეჯი „სპექტრის „ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის თეა ლეჟავას განცხადებით

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიზანია:

მოსწავლეებში მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ხედვის განვითარება, რხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.

კურსი “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ გათვლილია VIII და IX კლასის მოსწავლეებისათვის საინჟინრო მიმართულების პროფესიული პროგრამების, უპირველესად, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სურსათის უვნებლობის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის შესაბამისი საბაზო კომპეტენციების განვითარებაზე და პრაქტიკული უნარების შეძენაზე .

 

სასკოლო პროგრამები

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper