საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრაკოლეჯში „სპექტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით, ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში რომლის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება, ღონისძება გამართა.

საინფორმაციო შეხვედრას ვეტერანი #მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვნენ.

ღნისძებას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენელი .

ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი სხვადასხვა თანამედროვე პროფესიებზე შეაჩერონ. ახალგაზრდები მათი პროფესიული ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციას სადიპლომო პროგრამების საშუალებით განივითარებენ, ხოლო ისინი, ვისაც დუალურ პროგრამაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდება წილად, არა მხოლოდ საჭირო უნარებს შეიძენენ, არამედ მომავალ დამსაქმებელსაც გაიცნობენ” - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილე, იოჰანეს სტრიტმატერი.

პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორმატის კამპანიის ფარგლებში, პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან, პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა გეგმავენ საკუთარი მომავლის დაგეგმვას.

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper