26 ოქტომბერს ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში - 19 წალმდე ასაკის, 120 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი კოლეჯი „სპექტრის“ სტუდენტი თემურ სამხარაძე გახდა.
კოლეჯი „სპექტრის „ სახელით თემურს ვულოცავთ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს .
როგორია სპორტის როლი თქვენს ცხოვრებაში?
თემურ სამხარაძე :
სპორტით რეალურად კოლეჯში სწავლის დროს დავინტერესდი.
კოლეჯში, 2018 წლის საგაზაფხულო მიღების დროს , ჩემი მასწავლებლის, ლადო გორგილაძის რჩევით ჩავაბარე და ქობულეთის სოფელ #ჯიხანჯურიდან თბილისში წამოვედი პროფესიული განათლების მისაღებად. ვიცოდი, რომ „სპექტრში“ მოკლე ვადებში შემეძლო საერთაშორისო პროფესიული განათლება მიმეღო . მეცადინეობის პროცესი თეორიული და პრაქტიკული სამუშაშაოებითაა დატვირთული. დღის განმავლობაში თითქმის 4-6 საათს კოლეჯში ვატარებ. დრო და დრო შიდა სპორტულ ღონისძიებებშიც ვიღებ მონაწილეობას,თუმცა, სწავლის დაწყებიდან მალევე მივხვდი,რომ ძირითადი დრო უმეტესად თავისუფალი მრჩებოდა . ამიტომ, გადვაწყვიტე ცხოვრების ჯანსაღი წესისისთვის მეტი დრო დამეთმო და ვარჯიში 2019 წლის 18 თებერვალს, სპორტ კლუბ powerlifting gym - ში დავიწყე .
ერთხელ , პირადმა მწვრთნელმა ლაშა სარალიძემ მითრა, რომ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა , თუ სურვილი მექნებოდა ,სამჭიდში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის მიგვეღწია .
სწორედ ამ მომენტიდან გამიჩდა სპორტისადმი პროფესიული ინტერესი .
ლაშას რჩევით , ჩემი სირვილით და ერთობლივი დიდი მონდომებით , 26 ოქტომბერს ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში ,19 წალმდე ასაკის , 120 კგ. წონით კატეგორიაში გამართულ ღონისძიებაში #საქართველოს_ჩემპიონის_ტიტული მხვდა წილად.
გულწრფელად მინდა ვთქვა , რომ ჩემი წარმატება , ჩემი მასწავლებელების ,პირადი მწვრთნელის ლაშა სარალიძის და იმ ადამიანების დამსახურუებაა , ვინც მოსამზადებელი პეროიოდის განმავლობაში ფიზიკურად თუ მორალურად დღემდე მხარში მიდგას .
არასდროს დამავიწყდება კოლეჯში ის ემოციები და თანადგომა რაც, ჩემს ჩემპიონატში მონაწილეობას თან სდევდა. მგულშემატკივრობდნენ „სპექტრელები“ ,კოლეჯის დირექტორი, მასწავლებლები...
ჩემპიონატის დღეს , ტიტულის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვისთანაც დავრეკე სიხარულის გაზიარებისთვის „სპექტრში“ ჩემი მასწავლებელი , მურმან გამეზარდაშვილი იყო.
სკოლაში, კოლჯში და სპორტში მე, მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა.
ისინი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან .მათ ,გულიანად შეუძლიათ გაგიზიარონ ცოდნა და მოგცენ იმედი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
თემურ სამხარაძე :
მარტის თვეში კოლეჯში სწავლას ვამთავრებ .
ახლა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად დავეუფლო შემდუღებლის პროფესიას , წარმატებით ჩავაბარო სადიპლომო გამოცდები და მივიღო 150 ქვეყანაში აღიარებული დიპლომი. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ ,რომ ჩემს პერსპეაქტივას უსვამს ხაზს , არამედ იმიტომ ,რომ მეც დავამტკიცო, საქართველოშიც შესაძლებელია მიიღო საერთაშორისო პროფესიული განათლება და იყო წარმატებული...
რაც შეეხება სპორტს.
2020 წლის ,მაისში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას.
კარგად უნდა მოვემზადო.
#ჩემპიონისსურვილი:ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანია , რომ ამ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშა გავშალო და საქართველოს ჰიმნი აჟღერდეს.