ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების ,შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით 14 ივნისს კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ და შ.პ.ს. "ჯიემსი მოტორსი"-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და თანამშრომლობის გზით კერძო სექტორის როლის გაზრდა/ ჩართულობა სასწავლო პროცესში.
რომლის თანახმად , მხარეები ერთობლივი ძალისხმევით , უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული პროგრამების -
- „სავალი ნაწილების შემკეთებელი“,
- „ძრავის შემკეთებელი“
- „ავტოზეინკალი“
- სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის მექანიკოსი“
- ავტონაწილების და ავტო კატალოგების სპეციალისტი“
- საიტების ვებ სპეციალისტი
- ელექტრო დიაგნოსტიკური აპარატურიოს სპეციალისტი
- პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლას.
“ ჩვენი კომპანია წლებია „LOVOL”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ამ ტეპაზე საქართველოში ერთერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვათარებაა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის, ვითარდება სოფლის მეურნეობა, იხვეწება ტექნოლოგიები , მაგრამ სამწუხაროდ დიდი პრობლემაა ადგილობრივი კვალიფიციური კადრების მოძიება , ჩვენ გვსურ მცირედი წვლილი შევიტანოთ პროფესიული განათლების განვითარების პროცესში . ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ კოლეჯს „სპექტრი“ სასწავლო მიზნით სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა - ტრაქტორი გადავცეთ.
ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება ,მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მიეცემათ საშუალება საწარმოო პრაქტიკის პერიოდში შეისწავლონ სხადასხვა მოდელის და ფუნქციის ტექნიკა .
-განაცხადა შ.პ.ს. "ჯიემსი მოტორსი"-ს დირექტორმა ენრიკო იაკობაშვილმა
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კოლეჯის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ ენრიკოს და კოლეჯის ეზოში სტუდენტებთან ერთად ტრაქტორის შესასძლებლობები მოსინჯეს .
„უმნიშვნელოვანესია როდესაც კომპანია ღებულობს სოციალურ პასუხისმგებლობას და პროფესიულ კოლეჯს მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულს სასოფლო სამეურნეო ტექნიკას ამ შემთხვევაში ტრაქტორს, სწავლების მიზნით სტუდენტებისთვის გადასცემს .
მე ვისურვებდი ეს, კეთილი მაგალითი ყოფილიყოს სხვა კომპანიებისთვისაც და საქართველოს ყველა პროფესიულ სტუდენტს ჰქონდეს მსგავსი შესაძლებლობები„
- კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე .