დღეს , საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია "მეგადორში" საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართეს,
მიმდინარე წლის ივნისიდან პროფესიული მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში , კოლეჯი "სპექტრი" და კომპანია "მეგადორსი" #ლამინირებული_ავაეჯის_დამამზადებელის პროფესიულ პროგრამას ერთობლივად ახორციელებს.
პროგრამის მიზანია : პარტნიორ ორგანიზაციებთან/დამსაქმებლებთ ერთად შრომის ბაზარზე, მოთხოვნად პროფესიებში ზრდასრულთა გადამზადება და სერთიფიცირება .
ამ ეტაპზე სტუდენტთა სწავლება "მეგადორსის " ბაზაზე არსებულ სასწავლო ლაბორატორიაში მიმდინარეობს.
#ცნობისთვის
2 წელია კომპანია კოლეჯთან მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ,რომელის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე-ახალ ტექნოლოგიებსა თუ დანადგარებზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომუშავე პროფესიული კადრების მომზადება და გადამზადება.
#ერთად_წარმატებისთვის