საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე, კოლეჯის თანამშრომლებთან ერთად "პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების „ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ აპლიკანტებს შეხვდა.
„ სახელმწიფო და პროფესიული განათლების სისტემა მზადაა ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას. „პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები „ ამის დასტურია, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის ,რომ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლება იყოს ხარისხიანი და ეფექტური, რაც დასაქმების რეალური გარანტია იქნება" აღნიშნა კოლეჯის ხელმძღვანელმა.
"პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების“ პროგრამებზე სწავლა 3 ივნისს დაიწყება .
აპლიკანტები მაღალკვალიფიციური პედაგოგების საშუალებით , თეორიულ და პრაქტიკული ცოდნას გაიღრმავებენ , ასევე მაღალტექნოლოგიური სიმულაციური აპარატების მეშვეობით დახვეწენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა კოლეჯი დაათვალიერეს, შეხვდნენ პედაგოგებს, ნახეს სასწავლო ლაბორატორიები და მოსინჯეს პროფესიები.
„ სასიამოვნოა დღევანდელი შეხვედრა .
მივესალმებით სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას პროფესიული განათლებისა და კერძო სექტორის განვითარების საქმეში. ჩვენ 2 წელია ვმონაწილეობთ გადამზადების პროგრამებში, 80 ადამინი გადავამზადეთ , რომლის 60% დავასაქმეთ.
„ხელოსანათა სკოლის“ ტერიტორია, ამ ეტაპზე კლასტერულად განვითარებული ავეჯის წარმოების ინდუსტრიული ზონაა, სადაც ავეჯის წარმოება 150-მდე კომპანიაში მიდინარეობს, ამიტომ "პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების „ სახელმწიფო პროგრამა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მათეს და მის შესანიშავ გუნდს, ისინი ყველაფერში გვეხმარებიან . ვიმედოვნებთ ერთად კარგ შედეგს დავდებთ. „
გოჩა დვალიშვილი ხელოსანთა სკოლის დირექტორი
"პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების“ პროგრამის დაწყებას დიდი ინტერესით ველოდებით.
მზად ვარდ თანამშრომლობისთვის. ის ,რომ სასწავლო პროცესი ჩვენს კომპანიაშიც წარიმართება მნიშვნელოვანია და კონფორტული.
ვაწესრიგებთ ყველა დოკუმენტაციას, იმისათვის, რომ 3 ივნისიდან შეუფერხებლად შევძლოთ სწავლის დაწყება და აქ წარმოდგენილი , ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. მიმდინარე პროცესი კომპანიისთვის საჭიროა და მნიშვნელოვანი „ განაცხადა შეხვედრის დასასრულს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის “ სასწავლო ცენტრის უფროსმა ელისო დოლაკიძემ