სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ორგანიზებითა და გერმანიის მთავრობის (BMZ) ხელშეწყობით ე.წ პროფესიული სიმულაციური სახლის (VET House) პრეზენტაციას გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, თბილისის 131 –ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში 2017 წელს შექმნა პროფესიული ორიენტაციის გერმანიაში დანერგილი მეთოდის ანალოგი, ე.წ. პროფესიული სიმულაციური სახლი (VET House), რომელიც სამშენებლო პროფესიების პოპულარიზებას ემსახურება. სიმულაციური სახლი, რომელმაც გასულ წელს 26 სკოლას ესტუმრა და დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად განახლდა.

სიმულაციური სახლი ათამდე სამშენებლო პროფესიის სიმულირების საშუალებას აძლევს სკოლის და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს.

„სიმულაციური სახლი გახლავთ გერმანული ბრენდი, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და გერმანელ პარტნიორებთან ერთად შევქმენით. პროფესიული სიმულაციური სახლი იმოგზაურებს მთელ საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს მის მშენებლობაში და უშუალოდ გაეცნოს სამშენებლო სექტორის 10 პროფესიას,“ - მათე ტაკიძე საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორი.

„გერმანული პრაქტიკის გადმოტანას და დანერგვას შესაბამისი ბაზისი სჭირდება, რომელიც კოლეჯ „სპექტრში“ დავინახეთ, სწორედ ამიტომ დავიწყეთ პროფესიული განათლების პოპულარიზება და ხელშეწყობა სწორედ აქედან. ძალიან ბევრს საუბრობენ ქვეყანაში დასაქმებაზე, ეს პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ პროფესიული განათლებას არ დაეთმობა სათანადო ყურადღება. პროფესიები განახლებადია და ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს სასწავლო მოდულების განახლება, რათა მომზადდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი კადრები. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ბიზნეს სექტორის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სახით და პროფესიული სასწავლებლების მსგავსი პროექტების ფარგლებში გაერთიანება,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ განათლებისა და ხარისხის მიმართულებითკოლეჯის „სპექტრი“ მრჩეველი და საერთაშორისო ექსპერტი ლუტც შმიდტი და პროფესიული განათლბისა და სწავლების პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი მარიო რადომსკი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და კოლეჯმა „სპექტრი“ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სიმულაციური მოდულის ერთობლივ პოპულარიზაციას სამშენებლო პროფესიების წასახალისებლად ახალგაზრდებში და სხვა ერთობლივ აქტივობებს პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად საზოგადოებაში.

სიმულაციური სახლის პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ გაიმართა.

ღონისძიება გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით:

https://www.youtube.com/watch?v=L5B1G3r59vU&fbclid=IwAR09RnD-NEge3oeLPk5sU3ePartj4mqJGyktLZHx64PP6NSmmHec2N4uK0Y

https://www.bpn.ge/article/56888-damsakmebelta-asociacia-da-koleji-spektri-propesiuli-simulaciuri-saxlis-prezentacias-gamartaven/?fbclid=IwAR3FnqAxlQ-oarO0_gjWLgONLMroD6XxYW1SHixFyoW_rUwjs09dmyNorhg

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

სიმულაციური სახლი-კონსტრუქტორი მოზარდებისთვის.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper