10 ივნისს, საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ და კოლეჯის წარმომადგენლებმა თბილისის 103- ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გამართეს.
მოზარდებმა ინფორმაცია მიიღეს 15 - 16 ივნისს დაგეგმილ ქართულ გერმანული პროფესიული განათლების დღეების შესახებ , პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე მათთვის აქტუალურ საკითხებზე და გაეცვნენ პროფესიებს, რომლებსაც კოლეჯში შეიძლება წარმატებით დაეუფლონ . ასევე მიიღეს ინფორმაციაშრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი პროფესიული სასწავლებლების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ქართულ- გერმანული პროფესიული განათლების დღეებბზე დასწრების სურვილი გამოთქვეს.
"კარგია,რომ საშუალება მოგვეცემა და15 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე , ჩვენ დავესწრებით ,პროფესიული განათლების დღეებს,მოვსინჯავთ პროფესიებს და მონაწილეობას მივიღებთ პროფესიული სიმულაციური სახლის მშენებლობაში."