სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის „ხელი ხელს“ წარმომადგენლები კოლეჯს „სპექტრი“ სტუმრობდნენ.
მოზარდებს კოლეჯის დირექტორმა, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა და ასისტენტმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯი „სპექტრის“ სასწავლო ლაბორატორიები და მიიღეს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ კოლეჯში რეგისტრაციისა და სწავლის პირობების შესახებ.
„სპექტრის“ გუნდი მოხარულია, რომ დღეს გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, კვალიფიციუური კადრები და სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა, რაც პროფესიულ განათლებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მათი უნარების შესაბამისი განათლება და სერვისი.
„ჩვენ ყოველდღე ვხარობთ პაწია გამარჯვებებით, რომელსაც დიდი ცვლილებებისკენ მივყავართ“