156_ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "სპექტრში" შესაბამისი ინსტრუქციის გავლის შემდეგ პროფესიები წარმატებით მოსინჯეს.
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები, ინოვაციური ტექნოლოგიები, პროფესიულ განათლებაში პოზიტიური ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე - ის თმებია , რომელზეც კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე მოსწავლეებს "სპექტრში" ესაუბრა.
სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და თავად მოსინჯეს სხვადასხვა პროფესიები.
კოლეჯი "სპექტრი " საზოგადოებაში პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სისტემატიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სკოლებთან.