სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგებისაზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უმცროს და უფროს ბორჯღალოსნებთან ერთად სოციალურ პროექტში „სახლი“ ჩაერთო.

საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრის პირველი კოტეჯის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, სადაც უფროსი და უმცროსი ბორჯღალოსნები, სოციალური კამპანია „სახლის“ ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობენ.

10 მაისს კოლეჯი „სპექტრის“ და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით 20 წლამდელებმა ლისის ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყეს:

უმცროსი ბორჯღალოსნების დავალება 2 საათში , შესაბამისი ტექნიკის, რკინის, ხის მასალისა და საღებავების გამოყენებით, სკვერისთვის განკუთვნილი სკამების დამოუკიდებლად აწყობა/მონტაჟს გულისხმობდა .

მასალა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჰიპერმარკეტმა „ბრიკორამამ „ სრულად უზრუნველყო.

სამუშაოების დაწყების წინ ბორჯღალოსნებმა ზოგადი ინსტრუქციები მათ შორის, სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების ნაწილში, კოლეჯი სპექტრის დირექტორის მათე ტაკიძისგან მოისმინეს .

გუნდებს შედუღების , სადურგლო საქმის და არსებული პრაქტიკული სამუშაოს სწორად დაგეგმის შესახებ მასტერკლასი კოლეჯის ინსტრუქტორებმა ჯაბა ჯანიაშვილმა, აკაკი გურგენიძემ და ვახტანგ მუნჯიშვილმა ჩაუტარეს.

დადგენილ დროში ბიჭებმა წარმატებით შეძლეს რკინისა და ხის კონსტრუქციის სკამების დამზადება და მონტაჯი.

სამუშაო დღის დასასრულს შედუღების სიმულაციური აპარატის გამოცდისა და პროფესიის წარმატებით მოსინჯისთვის მონაწილეებს „სპექტრის“ სახელით სერთიფიკატები გადაეცათ.

როგორც ცნობილია , აღნიშნული სკვერი მომავალში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებებს მოემსახურება.

სკვერის მშენებლობას უფროსი ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კამპანიაში ჩართვისთანავე დაასრულებენ.

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

სპექტრიდა ბორჯღალოსნებიშენების ქომაგები

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper