ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

 

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

 

 

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
•    ქ. თბილისში რეგისტრაცია;
•    საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    მინიმალური ასაკი 18 წელი;
•    გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.


კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
•    წერილობითი განცხადება;
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
•    საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
•    უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის  კურსდამთავრებულებზე  გაიცემა  ორენოვანი სერტიფიკატი!
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

სპეციალობები:
1.    შემდუღებლი;
2.    ელექტრიკოსი;
3.    ამზომველ-გეოდეზისტი;
4.    სანტექნიკოსი და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემის მემონტაჟე;
5.    შრომის უსაფრთხოება.

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ასევე კოლეჯში ადგილზე, მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. N10; ტელ: 2 40 16 87; 577 752 474; 577 17 16 76

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან  7 მაისის ჩათვლით.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper