სახელმწიფო მოხელე 2019 წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების მიღების სურვილით რეგისტრაციას საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაივლის.
„ მსურს, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტის პროგრამის ფარგლებში , პროფესიული განათლება კოლეჯში მივიღო, ვფოქრობ შერჩეული ,ჩემთვის ახალი პროფესია მნიშვნელოვანია ,საინტერესო და წარმატებას მომიტანს.- განაცხადა სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრისას მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა.
10 აპრილს , #კოლეჯი_სპექტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე და კოლეჯის წარმომადგენლები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით N145 და N146 - საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხვდნენ .საინფორმაციო ტიპის შეხვედრა კითხვა -პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა .
განსაკუთრებული ინტერესი დასაქმების რეალურმა პერსპექტივებმა და ატესტათან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია.
ინტერესიდან გამომდინარე მოსწავლეებს „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე .
ღონისძიება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პროექტის- „ #პროფესიული_განათლება_წარმატებისთვის „- აქტიურად განაგრძობს საჯარო შეხვედრებს დედაქალსა და რეგიონებში