მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 8 აპრილს პროფესიული განათლების გამოფენა-,,გაიცანი პროფესია“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრისა“ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენის მიზანს პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა, დასაქმების ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მათი ოჯახებისათვის პროფესიების გაცნობა წარმოადგენდა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ , სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
„როდესაც ინვესტორებთან ვლაპარაკობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, არის კვალიფიცირებული მუშახელის არსებობა ქვეყანაში...
ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პროფესიული განათლება მივცეთ ადამიანებს იმ სფეროებში, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ. ამიტომ კერძო სექტორთან ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასახული მიზნების მისაღწევად" - განაცხადა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გამოფენაზე.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯი „სპექტრის“ მრჩეველმა განათლებისა და ხარისხის მიმართულებით და საერთაშორისო ექსპერტმა ლუტც შმიდტმა პრეზენტაცია გამართა თემაზე: „პროფესიული განათლების პერსპექტივა და გამოწვევები საქართველოში," პრეზენტაციის ერთ ნაწილში წარმოდგენილი იყო გერმანული დუალური განათლების მოდელი.
გამოფენის მონაწილე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა, გამოფენის ფარგლებში სტუმრებს და სამუშაოს მაძიებლებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს.ღონისძიებაში 50 ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.
კოლეჯი „სპექტრი“-ის წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობას საშუალებას მისცეს, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური სიმულატორების საშუალებით პრაქტიკულად მოესინჯათ და გაეცნოთ პროფესიები. პროფესიის წარმატებით მოსინჯვისათვის მოსწავლე-ახალგაზრდებს სიმბოლურად სიგელები გადაეცათ.
ღონისძიების დასასრულს საზოგადოებას პროფესიული განათლების ელჩმა მწერალმა თემურ ჩალაბაშვილმა მიმართა და გამოთქვა მზაობა ჩაერთოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში - „პროფესიული კადრების განვითარება და პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოების ,ასევე ქვეყნის ეკონომიკის .“
საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორმა მათე ტაკიძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი სამ კომპანიასთან :შპს. „საგა“, შპს „ინსტა“ და შპს. პრემიერ მოტორსი „ვოლვო“-სთან მოაწერა.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული განათლების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა .შრომის ბაზრის უზრუნვლეყოფა კვალიფიციიური /პროფესიული კადრებით.
მხარეები ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ კოლეჯის მიერ მომზადებული პროფესიული სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას ან/და დასაქმებას შესაბამის კომპანიაში.
პროფესიული განათლების გამოფენა „გაიცანი პროფესია“ პირველად ჩატარდა და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.
#კოლეჯი_სპექტრის სახელით ღონისძიებაში მონაწილეობისა და სტუმრობისათვის #მადლობას ვუხდით გამოფენის თანაორგანიზატორებს, თანამშრომლებს, სახელმწიფოს, მედიას ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს,მოსწავლე-ახალგაზრდობას და ყველა მონაწილეს