პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვისპროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოებაში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ა.წ. 6 მარტს, თბილისში სამგორის რაიონის გამგეობაში მოსახლებოასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ პროფესიული განათლების სფეროშ მიმდინარე სიახლეებზე , დუალური პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და დასაქმების რეალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოების აქტიიური ჩართულობა გამოიწვია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მაგალითებმა, პროფესიული მომზადება /გადამზადების მიზნით არსებულ პროგრამებში ქალების აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობამ.

შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის პარტნიორი სამშენებლო სფეროში შპს. „სანდოს“ ხელმძღვანელი ლევან გრიგალაშვილი ,რომელმაც საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ყურადღება კვალიფიციური კადრების სიმცირეზე და ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე აღნიშნული იყო ,რომ სამშენებლო სფეროში კვალიფიციური კადრის ხელფასი პოზიციის გათვალისწინებით ათას ლარს მნიშვნელოვნად სცილდება.

კოლეჯი „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ აღნიშნულ შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან , ზოგადი ინფორმაცია მიიღეს იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნიან და სხვადასხვა მიმართულების კვალიფიციურ სპეციალისტებს საჭიროებენ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პროექტის „პროფესიული განათლება წარმატებისთვის „ ფარგლებში რომელიც პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს საქართველოს მაშტაბით საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატიურად მართავს .

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper