პროგრამის „იყავი მეწარმე“ წარმატებით დასრულებისათვის საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის“ სტუდენტებს და N94 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სერთიფიკატი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და კოლეჯის მრჩეველმა განათლებისა და ხარისხის მიმართულებით , პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა ლუტც შმიდტმა გადასცეს.
პროგრამა „იყავი მეწარმე“ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ (JAG) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“-ს მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის: “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში ,რომლის მიზანია ახალგაზრდები მოამზადოს და ხელი შეუწყოს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში , მსმენელებმა შვიდი მოდული გაიარეს, შედეგად სტუდენტები გაეცნენ წარმატებული ბიზნესის დაწყების ელემენტებს, მითებს და ფაქტებს მეწარმეობის შესახებ, მონაწილეობა მიიღეს პროდუქტის შექმნის კონკურსში,ასევე ისწავლეს , რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეთიკა ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„ ჯუნიორ ეჩივმენტის“ პროგრამა „იყავი მეწარმე-ს“ კოლეჯი „სპექტრის“ მასწავლებელი შორენა მჭედლიშვილი უძღვებოდა.
მსმენელებს პროგრამის ფარგლებში საშუალება მიეცათ დარეგისტრირებულიყვნენ და ჩაებარებინათ ESP (entrepreneurial skills pass) ტესტები.
ESP ტესტები მსოფლიოს 130 ქვეყანაშია აღიარებული. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მხარდაჭერით. ESP-ის ანუ სამეწარმეო უნარების გამოცდა მიზნად ისახავს შეამოწმოს, დაადასტუროს და მიანიჭოს სერტიფიკატი სტუდენტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
ESP-ის სერთიფიკატი მსოფლიოს 130 ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელს სამუშაო გამოცდილებაში ეთვლება.
სააზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მომავალშიც გეგმავს განახორციელოს ისეთი პროექტები რომელებიც სტუდენთა განვითარებას და შრომის ბაზარისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების აღზრდას შეუწყობს ხელს.