თანამშრომლობის ფორუმი 2019

თანამშრომლობის ფორუმი 2019საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო სექტორში პროფესიული სტანდარტების ამაღლების ,სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და გამოწვევების გაზიარების მიზნით თანამშრომლობის ფორუმი - „ პროფესიული უნარები მშენებლობისთვის,მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის „- გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA)’ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება სამშენებლო სექტორში დუალური პროფესიული სწავლების განვითარებას დაეთმო.
„სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია საქართველოში. კერძო კომპანიები მუდმივად ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ როგორც თანამედროვე თეორიული განათლება, ასევე აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და საჭირო პროფესიული უნარები“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.
ღონისძიების მნიშვნელოვან მოვლენები.:
ა) სახელმძღვანელო- „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ - განხილვა .
წიგნი „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ , რომლის გარკვეული რაოდენობა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ, GIZ-ის პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD) TVET SC) - ფარგლებში საქართველოში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესების მოზნით, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა.
ბ) სერთიფიკატები გადაეცათ ტრენინგის „ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში 2018 „ მონაწილეებს ,მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის 4 წარმომადგენელს.
გ) დუალური პროფესიული განათლება საქართველოში საიმიჯო ფილმის ჩვენება - GIZ PSD TVET „ თანამშრომლობის ფორუმი სამშენებლო სექტორში 2019“ -ის დასასრულს, სამშენებლო მიმართულებით დღის მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ წარადგინა, სადაც სისტემაში დუალური განათლების განვითარების პროცესში მიმდინარე გამოწვევების, გამოცდილებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრა.
მომავლ წელს ფორუმის გამოწვევა სახელმწიფოს, სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის დიალოგის გაძლიერება , სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგის წარდგინებაა.
ფორუმი "პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" 2019 წელს მესამედ ჩატარდა ,
როგორც უკვე ცნობილია
2017 წელს აღნიშნულ ღონისძიებას საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მასპინძლობდა .

თანამშრომლობის ფორუმი 2019

თანამშრომლობის ფორუმი 2019

თანამშრომლობის ფორუმი 2019

თანამშრომლობის ფორუმი 2019

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper