დუალური პროფესიული განათლება-რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივა ის კაითხებია რომელზეც 23 იანვარს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ოფისში ,კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.
შეხვედრის ინიციატორი საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძეა, რომელმაც შეხვედრის დასრულებისას, კომპანია" ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" - (GWP) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის, მხარდაჭერისა და საზოგადოებრივ კოლეჯთან "სპექტრი" აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის ბარათი გადასცა.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საინიციატივო ჯგუფი სისტემატიურ ხასიათს მისცემს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, რაც ერთობლივი აზრით, საგანმანათლებლო სისტემაში დუალური პროფესიული განათლების განვითარებას მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს .