საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 27 დეკემბერს, ბათუმში კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“ გაიმართა.
პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ მიერ საინფორმაციო ხასიათი პრეზენტაცია იქნა წარდგენილი.
სიახლე პროფესიული განათლების კანონში;
დუალური პროფესიული განათლება ;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგები;
პროფესიული განათლება როგორც დასაქმების რეალური შანსი და დასაქმებულთა ისტორიები მათ შორის პროფესიული ინკლუზიური განათლების სივრციდან
- ეს იმ თემების ჩამონათვალია რაზეც საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის „ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოწვეულ საზოგადოებასთან ისაუბრა. აღნიშნული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პროექტის „პროფესიული განათლება წარმატებისთვის „ ფარგლებში, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატასთან ერთად სისტემატიურად მართავს.