საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო.
კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ "სპექტრის" ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სასწავლო-ლაბორატორიები, მიიღეს საგანამანათლებლო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი ინფორმაცია და პირველი ლექციები ჩაუტარდათ.
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა პროფესიულ უნარებში ტესტირების საფუძველზე მოხდა.
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით, უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა იმ სტუდენტებს მიეცათ, რომლებიც კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხნენ და ტესტირებისას გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
გისურვებთ წარმატებას