პროფესიული განათლება წარმატებისთვის

პროფესიული განათლება წარმატებისთვის„პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ - ამ სახელწოდების ღონისძიება 2018 წლის 13 ნოემბერს, 15:00-ზე, ქალაქ ქუთაისში გაიმართება

(ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონული ოფისი).

შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“;

ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებაა, დაგეგმილ ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგები.

ღონისძიების მიმდინარეობისას სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ მოსწავლეებს აღნიშნული კოლეჯის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ პროგრამებს გააცნობს.

საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" წარმომადგენლები პრეზენტაციის ნაწილში საზოგადოებას გაუზიარებენ რეალურ ისტორიებს - ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხება პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებას.

საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით ა.წ. აგვისტოს თვიდან დღემდე სხვადასხვა რეგიონში ოცდაათამდე ღონისძიება აქვს ჩატარებული და აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე პროექტის ფარგლებში იქნება პირველი, რომელსაც თანაორგანიზატორებთან ერთად გამართავს.

 

პროფესიული განათლება წარმატებისთვის

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper