საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" სტუდენტები EDU.ARIS.GE -ს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ტიპის შეხვედრას დაესწრნენ.
პრეზენტაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა: სტუდენტებისთვის მარტივი კომუნიკაციის დამყარება დამსაქმებელთან.
EDU.ARIS.GE წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც, უკვე 7 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.
პროექტი "პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა" ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ხელშეწყობით."