საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორმა მათე ტაკიძემ სამგორის მაჟორიტარ დეპუტატს ქეთევან მამულაშვილს კოლეჯში მიმდინარე დუალური პროფესიული სწავლების პროცესი გააცნო, მოინახულეს საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული კოლეჯის პარტნიორი კომპანიები „მეგადორსი“ და“ გზაჯვარედინი“ .
შეხვდნენ პროფესიული განათლების სტუდენტებს და დაათვალიერეს ის გარემო სადაც სასწავლო -პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „მეგადორსმა“ მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ სამი სტუდენტი დაასაქმა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი „ ულოცავს სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო პროცესს და დასაქმებას.
კომპანიებში ვიზიტის დროს, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის ქეთევან მამულაშვილის ინიციატივით, მოქალაქეთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამომავლო ურთიერთობები დაისახა.
კომპანია "მეგადორსი"
საწარმოში არსებობს ევროპული სტანდარეტები, თანამედროვე მანქანა-დანადგარები, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული და მაღალკვალიფიციური გამოცდილი სპეციალისტები.
კომპანია "მეგადორსი" 2017 წლის იანვრის თვიდან აწარმოებს კარებს როგორც ქართული, ასევე უცხოური ბაზრისთვის.
კომპანია „გზაჯვარედინი“ დაარსდა 2004 წელს. 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში და მის მენეჯმენტში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია, მომსახურება.
საგზაო ნიშნების დამამზადებელი თანამედროვე საწარმო, აღჭურვილია ევროპული წარმოების საუკეთესო დანადგარებით, ხოლო ნედლეულად იყენებენ მხოლოდ მსოფლიო ბრენდების პროდუქციას, რაც განაპირობებს კომპანიის მიერ წარმოებული საგზაო და საინფორმაციო ნიშნების მაღალ ხარისხს და ხანგრძლივ საექსპლოატაციო ვადას.