25 ივლისს პროფესიულ კოლეჯში "სპექტრი" გაიმართა ფინალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ”მომპირკეთებელი 44” და ”ვებ 29”...
გაიმარჯვა ”მომპირკეთებელი 44”-მა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, ასევე დაჯილდოვდნენ პრიზებით შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ფეხბურთელი - ლაშა შველიძე;
საუკეთესო გოლის ავტორი - ვიქტორ მგალობლიშვილი;
საუკეთესო მეკარე - ზურაბ ალაფიშვილი;
სპეციალური პრიზი - ელივინ კასიმოვი.
ყველა მოთამაშეს გადაეცა სიგელი.