ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეგადორს“ შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და კომპანიის დირექტორმა რაულ გაბაიძემ, ხოლო შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებას, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას კომპანიის ბაზაზე, მათ სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმებას.
ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, სხვა, ამ ტიპის საწარმოში და გაოცებული ვარ, რომ საქართველოშიც არის ისეთი კომპანია, როგორიც არის „მეგადორსი“ და აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქციას, ორმაგად გახარებული ვარ, რომ ამ კომპანიას აქვს მაღალი ცნობიერება და თანამშრომლობენ პროფესიულ სასწავლებელთან „სპექტრი“, რადგან, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დუალური განათლება და ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის ნაბიჯები, - განაცხადა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიკა ზაქარეიშვილმა.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტთა პროფესიულ, შრომით და სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე კომპანიის წინაშე არსებული პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც გამოიხატება კვალიფიციური, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განსწავლული სამუშაო ძალის არსებობაში.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ კოლეჯთან „სპექტრი“ დუალური განათლების მიმართულებით და უზრუნველვყოფთ სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების კომპანიის ბაზაზე გავლას, რომელთაგან წარმატებულ კურსდამთავრებულებს შევთავაზებთ ჩვენს კომპანიაში მუშაობას, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა რაულ გაბაიძემ.
კომპანია „მედადორს“-ი, შპს „ოცნების“ ბაზაზე შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2017 წელს, კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანიის წარმოებისთვის ხელშემწყობი ორი ფაქტორი ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი ლარის მოცულობით იყო, სახელმწიფომ ხელი შეუწყო კომპანიას ორწლიანი კრედიტის აღების თვალსაზრისით, სადაც საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურება მოხდა, ხოლო მეორე კომპონენტის სახით, ძირითადი საშუალებების გადაეცათ, ქონების მართვის სააგენტოს მიერ, რაც დიდი მხარდაჭერა იყო ბიზნესისთვის, კომპანიაში ამჟამად 30 თანამშრომელია, აქედან 40 პროცენტს ქალბატონები შეადგენენ.
„კომპანია „მეგადორს“-ის სტანდარტები და ხარისხი შეესაბამება ევროპული ხარისხს, ეს არის მაღალი სტანდარტის წარმოება და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რასაც უკვე სჭირდება სპეციალისტების, მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება და მათ მიეცემათ საშუალება, იყვნენ წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში, - განაცხადა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ.
შპს „ოცნება“ ქართულ ბაზარზე 25 წელია არსებობს და სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა. მისი საქმიანობის სფერო თავდაპირველად ხე-ტყის გადამუშავებასა და ექსპორტის მიმართულებია იყო, ხოლო შემდგომ განვითარდა და გაფართოვდა.