შეხვედრა სამგორის რაიონიში არსებული სკოლების დირექტორებთან.

gamocdebis cxriliN 13 საარჩევნო ოლქის სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის ბიუროს ორგანიზებით, საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა შეხვედრა სამგორის რაიონიში არსებული სკოლების დირექტორებთან.

შეხვედრის ფარგლებში დირექტორებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ კოლეჯში არსებული თანამედროვე და ინოვაციური დანადგარები და განახლებული სახელოსნოები, რომელიც მთლიანად აღიჭურვა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განითარებისათვის“ (MCA&PEM) პროექტის ფარგლებში.

შეხვედრაზე წარდგნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი მათე ტაკიძე, რომელმაც დირექტორებს გააცნო კოლეჯში არსებული მიმართულებები, ისაუბრა პროფესიული განათლების უპირატესობის შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა სწავლი გაგრძელების შესაძლებლობაზე კოლეჯში, მათი უნარ-ჩვევების, პროფესიული და პიროვნული განვითარების შესახებ, ხოლო სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათი დასაქმების შესაძლებლობებზე.

აღნიშნული შეხვედრის შედეგად, სკოლის დირექტორებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სკოლის დირექტორებთან და შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და დაინტერესებულ მხარესთან.

შეგახსენებთ, რომ პროფორიენტაციის მიზნით 40-მდე სკოლაში გაიმართა კოლეჯის პრეზენტაციის წარდგენა

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper