№13 საარჩევნო ოლქის სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის ბიუროს ინიციატიავით, სამგორის რაიონის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა სამგორის რაიონის მოსახლეობის შეხვედრა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ ხელმძღვანელობასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა და სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ. „მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი შეხვედრა და აღნიშნულე შეხვედრას აუცილებლად ექნება გაგრძელება, ვფიქრობ, რომ მომავლისათვის, „სპექტრს“ სამგორის რაიონიდან ძალიან ბევრი ბენეფიციარი ეყლოება,“ - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
ღონისძიებას უძღვებოდა კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე, მან მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ არსებული ყველა მიმართულება, ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებისა და გეგმების შესახებ, კოლეჯში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციაზე, დასაქმების შესაძლებლობასა და მაჩვენებელზე.
„ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, ასეთი ფართო შემადგენლობით, ვისაუბრეთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისად დასაქმების შესახებ. პროფესიული განათლება გახლავთ ის სექტორი, რომელსაც შეუძლია ძალიან მოკლე დროში ადამიანების გადამზადება და დასაქმება და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიენებს ჩვენ მივცემთ ყველაზე მთავარს, ეს არის პროფესიონალიზმი, უნარებისა და ცოდნის განვითარების საშუალება და კერძო სექტორში ჩართულობა“ - განაცხადა მათე ტაკიძემ.
აღსანიშნავია, რომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერთებთან ერთად შემუშავდა IV-V საფეხურის პროგრამები შემდეგი მიმართლებებით:
- ელექტრიკოსი;
- შემდუღებელი;
- კონდიცირება;
- მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალარინება.
ხოლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.
კოლეჯში მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო მოკლევადიანი და გრძევადიანი პროგრამები, რომელზეც სწავლა ხორციელდება სრულიად უფასოდ და სდუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი ხარისხის პროფესიული განათლება, დასაქმდნენ და გახდნენ წარმატებულნი.
იხილეთ საინფორმაციო პორტალის „კვირა“ სტატია