ფირმა „STELWELD“-ი კოლეჯ „სპექტრის“ კურსდამთავრებულებით დაინტერესდა

gamocdebis cxriliკოლეჯ „სპექტრში“ პოლონეთში სამუშაოდ წასასვლელად შემდუღებელთა კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.

ამჟამად ევროპაში 20 ქართველი სპეციალისტი გაემგზავრება, სადაც 2 კვირიანი გადამზადების შემდეგ, სამუშაო კონტრაქტი 1 წლით გაუფორმდებათ.

იაკუბ იაკუბიკის „STELWELD“-ის წარმომადგენელი

პირველ ეტაპზე 16 სპეციალისტი შეირჩა. ისინი უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში - ლეგალურად დასაქმდნენ და როგორც კომპანია „STELWELD“-ის წარმომადგენელი იაკუბ იაკუბიკი აცხადებს ფირმის ხელმძღვანელები მათ პროფესიონალიზმს მაღალ შეფასებას აძლევენ.

იაკუბ იაკუბიკი: ევროპაში სამშენებლო ტექნოლოგიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში რევოლუციურად განვითარდა. მაგ.: შედუღებაში ჩვენ ელექტროდს აღარ ვიყენებთ და სამუშაოები ნახევრად ავტომატური დანადგარების მეშვეობით ხორციელდება.

პოლონეთში 2 კვირიანი სტაჟირება ქართველი სპეციალისტებისათვის ამით არის განპირობებული. შემდეგ კი უფორმდებათ სამუშაო ხელშეკრულება.

ადგილზე ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით კონკურსანტებს. მათ არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია, არამედ ინტელექტიც უნდა გამოავლინონ, რათა სამუშაო პროცესში ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. ასევე სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ტექნიკას, რათა დაზიანების შემთხვევაში შეძლონ მისი შეკეთება. ისინი კომპანია „STELWELD“-ში დასაქმდებიან, რომელიც რკინა ბეტონის კონსტრუქციებს ამზადებს.

მურმან გამეზარდაშვილი კოლეჯ „სპექტრის“ პედაგოგი

მურმან გამეზარდაშვილი: შემდუღებლების მომზადება კოლეჯ „სპექტრში“ „ლინკოლნის“ ფირმის აპარატებით ხორციელდება, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში ლიდერია. ამ ტექნიკის დაუფლების შემთხვევაში კერსდამთავრებულებს თავისუფლად შეუძლიათ ნახევრად ავტომატური აპარატის ათვისება, რასაც კონკურსატების შედეგებიც მოწმობს. ამჟამად პოლონეთში წასასვლელად 20 შემდუღებელი შევარჩიეთ. აქედან 10 სპეციალისტი კოლეჯ „სპექტრის“ კურსდამთავრებულია, მათ მაღალი შეფასება დაიმსახურეს. მეტსაც გეტყვით - 2 „სპექტრელი“ გიორგი ბაგაშვილი და კახა მასხულია საერთოდ უალტერნატივონი იყვნენ. უცხოელების გადაწყვეტილებით ისინი პოლონეთში არგონის შედუღებაზე იმუშავებენ. რაც პროფესიული თვასაზრისით მათთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

მთვლელი

 
 

ძებნა

JoomShaper