ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" გაიმართა შეხვედრა გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე მოხდა პროექტის პირველი წლის შედეგების შეჯამება და პარტნიორ კოპმპანიებთან ერთად მომავალი წლის სამოქმედო გეგმის განხილვა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის ბიზნეს პარტნიორი ოგრგანიზაციების წარმომადგენლები.
პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომელიც ტექნიკური ცოდნისა და უნარების მქონე მაღალკვალიფიციურ პერსონალს მოითხოვს. ამის მიუხედავად, შრომის ბაზრისა და კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი უნარების მქონე ადამიანების მიწოდება პროფესიული განათლების სექტორის მიერ მნიშნელოვან წინააღმდეგობად რჩება.
<pშეგახსენებთ, რომ პროექტი “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც დაფინასნებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ, MCC-სა და საქართველოს მთავრობის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან თანამრომლობით.
პროექტი „საინჟინრო სფეროს პროფესიების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საქართველოში“ ხორციელდება ISWD პროექტის ფარგლებში და მინზად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებსას საინჟინრო სფეროს დამსაქმებლების მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების განვითარებით.